воскресенье, 7 октября 2018 г.

ტრენინგის 9 დღე


ტრენინგის მეცხრე დღეს  გავიარეთ მერვე მოდული. განვიხილეთ პრეზენტაციის გაკეთების ხერხები და მეთოდები. გავაკეთეთ ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაცია. მივიღეთ კოლეგებისგან უკუკავშირი.  ავტვირთეთ ბლოგზე პროექტის პორტფოლიოები.

გავიარე ტრენინგი „ინტელის ძირითადი კურსი : პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“(ტრენერი დიანა მიქაძე)
  ტრენინგის განმავლობაში გავეცანი სიახლეებს.მივიღე ცოდნა იმის შესახებ,თუ როგორ უნდა დავგეგმო პროექტი, როგორ ჩავრთო ყველა მოსწავლე მუშაობის პროცესში მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ძალიან საინტერესო იყო, იმის სწავლა, თუ როგორ  დასვა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები . როგორ განუვითარო მოსწვლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, როგორ ვასწავლო ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება.
ვისწავლე  შესამოწმებელი ფორმები, რომლის გამოყენება შეიძლება არა მარტო პროექტების არამედ გაკვეთილების დროსაც.
ასეთი მოდელით ჩატარებული პროექტი სრულყოფილად ავითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს,ზრდის სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას და უზრუნველყოფს კავშირს ყოფით ცხოვრებაში.
პროექტზე მუშაობის დროს დამეხმარა მოწოდებული მასალა, ნიმუშები, შაბლონები, რამაც უფრო ნათელი გახადა პროექტის მოთხოვნები და შედეგიც უფრო ადვილად მისაღწვი იყო.   
დიდი მადლობა ქალბატონ დიანას ტრენინგის საინტერესო წარმართვისათვის.


ტრენინგის 8 დღე

მერვე დღეს ვისაუბრეთ ფალისიტაციაზე. გავეცანით ფასილიტაციის სხვადასხვა ნიმუშებს და ჩვენ თვითონაც შევქმენით. გადავხედეთ გეგმებს. შევიტანეთ შესწორებები.
დავასრულეთ პროექტის ძირითადი ნაწილი. გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები

ტრენინგის 7 დღე

დავათვალიერეთ ერთმანეთის ნამუშევრები. განვიხილეთ  უკუკავშირის გამოყენება მოსწავლის ნაშრომის გასაუმჯობესებლად. განვიხილეთ როგორ ჩავრთათ მოსწავლეები შეფასების პროცესში. ვისაუბრეთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა თვითრეგულირებად სწავლას.ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროების მოსწავლეებზე და მათ ჩართვაზე პროექტში.



ტრენინგის 6 დღე


ტრენინგის მეექვსე დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს, წყაროს ციტირებას.
ვისწავლეთ ინტერნეტ რესურსების მოძიება, აგრეთვე მულტიმედიური რესურსების მოძიება, გადმორტვირთვა და შენახვა.
ვისაუბრეთ ონლაინ კომუნიკაციების გამოყენებაზე. განვიხილეთ მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომები. ვიმუშავეთ გეგმებზე.
გმადლობ დიანა )))








     

ტრენინგის 5 დღე

 

ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით შეფასების 5 სტრატეგიას:
1.       მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასება.
ეს სტრატეგია გამოიყენება ახსნამდე, რათა განვსაზღვროთ მოსწავლეთა გამოცდილება და უნარები. ეს სტრატეგია დაგვეხმარება მოსწავლეების სასწავლო საჭიროებების შესაფასებლად და აგრეთვე დაეხმარებათ მათ, რომ დაუკავშირონ უკვე არსებული ცოდნა შესასწავლ საკითხს.
2.       წახალისების თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები
ეს სტრატეგიები უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც ვაფასებთ მოსწავლეების უნარს, თუ რამდენად დამოიკიდებლად  ართმევენ თავს  საკითხის შესწავლას.რამდენად ხარისხიანად ასრულებენ სამუშაოს.  გამოხატავენ თუ არა ინტერპერსონალურ უნარებს, რამდენად ხარისხიანად ასრულებენ სამუშოს, რამდენად კარგად აღიქვამენ უკუკავშირს და აფასებენ თანაკლასელის სამუშაოს.
3.       პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები.
ამ  სტრატეგიის გამოიყენეთ  , ვეხმარები მოსწავლეებს პროექტის შესრულებაში. მოსწავლე უფრო კარგად მართავს საკუთარ სამუშაოს.ეს სტრატეგიები ასევე დაგხმარება განსაზღვროთ, თუ სად და როდის სჭირდებათ მოსწავლეებს დამატებითი დახმარება ან ახსნა.
4.       სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის.
ამ სტრატეგიების გამოყენებით, შევამოწმებთ მოსწავლის გაგებისა და პროექტის განხორციელების წინსვლ.ამ სტრატეგიებს  მოსწავლეები ასევე იყენებენ საკუთარ სწავლის უნარზე დასაფიქრებლად.
5.       გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები.
ამ სტრატეგიებ  ვიყენებთ პროექტის დასრულებისას მოსწავლეების გაგებისა და უნარების შესამოწმებლად. ამ კატეგორიაში წარმოდგენილია ორი განსხვავებული ტიპის სტრატეგია:
  • პროდუქტი და შესრულება;
  • პორტფოლიო და მოსწავლეთა კონფერენცია.

ვისაუბრეთ უკუკავშირის ტიპებზე და ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება.


ტრენინგის 4 დღე

მეოთხე დღეს ვისწავლე გუგლ დრაივის ფუნქციები. შევადგინეთ კითხვარი, საქაღალდეები. კოლეგებს შევუვსეთ გამოგზავნილი კითხვარები. გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს. ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების დაწერა და ფოტოების ატვირთვა. გმადლობ, დიანა)))))))