ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით შეფასების 5 სტრატეგიას:
1.
მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასება.
ეს სტრატეგია გამოიყენება ახსნამდე,
რათა განვსაზღვროთ მოსწავლეთა გამოცდილება და უნარები. ეს სტრატეგია დაგვეხმარება მოსწავლეების სასწავლო საჭიროებების შესაფასებლად და აგრეთვე დაეხმარებათ მათ, რომ დაუკავშირონ უკვე არსებული ცოდნა შესასწავლ საკითხს.
2.
წახალისების
თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები
ეს სტრატეგიები
უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც ვაფასებთ მოსწავლეების უნარს, თუ რამდენად დამოიკიდებლად
ართმევენ თავს საკითხის შესწავლას.რამდენად ხარისხიანად ასრულებენ
სამუშაოს. გამოხატავენ თუ არა ინტერპერსონალურ უნარებს, რამდენად ხარისხიანად ასრულებენ სამუშოს, რამდენად კარგად აღიქვამენ უკუკავშირს და აფასებენ თანაკლასელის სამუშაოს.
3.
პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები.
ამ სტრატეგიის გამოიყენეთ , ვეხმარებით მოსწავლეებს პროექტის შესრულებაში. მოსწავლე უფრო კარგად მართავს საკუთარ სამუშაოს.ეს სტრატეგიები ასევე დაგვხმარება განვსაზღვროთ, თუ სად და როდის სჭირდებათ მოსწავლეებს დამატებითი დახმარება ან ახსნა.
4.
სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების
წახალისებისათვის.
ამ სტრატეგიების გამოყენებით, შევამოწმებთ მოსწავლის გაგებისა და პროექტის განხორციელების წინსვლას.ამ სტრატეგიებს მოსწავლეები ასევე იყენებენ საკუთარ სწავლის უნარზე დასაფიქრებლად.
5.
გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები.
ამ სტრატეგიებს ვიყენებთ პროექტის დასრულებისას მოსწავლეების გაგებისა და უნარების შესამოწმებლად. ამ კატეგორიაში წარმოდგენილია ორი განსხვავებული ტიპის სტრატეგია:
- პროდუქტი და შესრულება;
- პორტფოლიო და მოსწავლეთა კონფერენცია.
ვისაუბრეთ უკუკავშირის ტიპებზე და ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება.
Комментариев нет:
Отправить комментарий